Jailbreak iPhone 4S Linux-ზე
May 11th, 2012სალამი მეგობრებო. რამდენიმე დღის წინ დამჭირდა iPhone 4S-ზე Jailbreak-ის გაკეთება (რომელზეც მიყენია iOS 5.0.1), რისთვისაც მივმართე iPhone+ ს სადაც მითხრეს, რომ აღნიშნული ოპერაცია დამიჯდებოდა 25 ლარი და ამასთანავე ტელეფონს ყოველი ჩართვისთვის დასჭირდებოდა Just Boot პროცედურა, რომელიც კომპიუტერის გარეშე არ სრულდება, ამიტომ ტელეფონის ყოველ გამორთვა/ჩართვაზე დამჭირდებოდა კომპიუტერის გამოყენება, რაც ძალიან არაკომფორტულია (სწორია თქვენი რეაქცია – what dafaq?).
ამაზე რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი და დავიწყე ჩემით ალტერნატიული გზების ძიება. ცოტა ხანში, Softpedia-ს ლინუქსის სიახლეებში, გადავაწყდი სტატიას სადაც ლაპარაკი იყო 4S-ის ჯეილბრეიქზე, რაც დავტესტე და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ამ პოსტით კი მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს გზა (იქიდან გამომდინარე, რომ ვიყენებ ლინუქსის ერთ-ერთ დისტრიბუტივ Ubuntu-ს, პოსტიც შესაბამისად დაწერილია უბუნტუს მაგალითზე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს თქვენთვის სასურველი ნებისმიერი დისტრიბუტივით).
მოთხოვნილებები:
- - iPhone 4S with firmware 5.0/5.0.1
- - libimobiledevice
- - Absinthe
გაფრთხილება: სანამ რაიმეს გაკეთებას დაიწყებდეთ, მანადმე გააკეთეთ ბეიქაპი და წაიკითხეთ ყურადღებით, რადგან 1 რამის გამოკლების შემტხვევაშიც კი, შესაძლოა დაზიანდეს თქვენი დივაისი.
#1. libimobiledevice-ის ინსტალაცია
იმისთვის რომ დავაინსტალიროდ libimobiledevice-ი, საჭორია მისი ppa რებოზიტორში დამატება, რისთვისაც ვხსნით ტერმინალს და ვწერთ შიგ შემდეგ ბრძანებას:
sudo add-apt-repository ppa:pmcenery/ppa
შეიყვანეთ პაროლი საჭიროების შემთხვევაში, რის შმედეგადაც უკვე ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის libimobiledevice-ი. ვიწერთ და ვაინსტალირებთ მას ტერმინალით ასე:
sudo apt-get update && sudo apt-get install libimobiledevice
სხვა უბუნტუს მომხმარებლებს, შეუძლიათ გადმოწერონ libimobiledevice 1.0.6 სორსი ოფიციალური Page-დან. გადოწერისას მიუთითეთ თქვენი home საქაღალდე და მანდვე ამოაარქივეთ ის. შემდეგ კი გახსენით ტერმინალი და დააინსტალირეთ შემდეგნაირად:
sudo apt-get install -y build-essential automake autoconf gettext libusbmuxd-dev libglib2.0-dev libgnutls-dev libplist-dev libplist++-dev python-dev
cd ~/libimobiledevice-1.0.6
./configure prefix=/usr
make
sudo make install
ინსტალაციის დასრულების შემდეგ, დაა-restart-ეთ თქვენი კომპიუტერი და ჩართვის შემდეგ, თქვენი Apple დივაისი იქნება აღქმული თქვენი დისტრიბუტივის მიერ.
#2. Absinthe-ის გადმოწერა და გაშვება
თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Absinthe შემდეგი ლინკიდან – [ link ].
ესაა tar.gz გაფართოვების ფაილი, ასერომ ამოაარქივეთ ის თქვენს home დირექტორიაზე და გაუშვით x86 ან x86_64 (არქიტექტურის მიხედვით) გამშვები ფაილი ორმაგი კლიკით.
#3. შეაერთეთ თქვენი iPhone 4S ან iPad 2
იმისთვის, რომ პროგრამამ იმუშავოს, საჭიროა თქვენს iPhone 4S-ზე ან/და iPad 2 ზე ეყენოს 5.0 ან 5.0.1 ვერსიის iOS. ასევე საჭიროა ბატარია იყოს დატენილი 50% ზე და დივაისი შეერთებული გქონდეთ ტელეფონზე USB კაბელით.
როგორცვე შეაერთებთ თქვენს დივაისს, პროგრამა ავტომატურად აღიქვავს მას.
#.4 Jailbreak
ამ ყველაფერის შემდეგ, ისღა დაგვრჩენია, რომ დავაჭიროთ “Jailbreak” ღილაკს და Absinthe-ი თავისით გააკეთებს თავის საქმეს. თქვენ ასევე შეგიძლიათ უყუროთ ჯეილბრეიქის პროცესს თვენს ტელეფონშიც (არ დააჭიროთ არაფერს). როდესაც Absinthe-ის პროგრეს ბარი შეივსება, თქვენი ტელეფონის ეკრანზე გაჩნდება Absinthe-ი და უბრალოდ დააჭირეთ მას, რათა დასრულდეს ჯეილბრეიქის პროცესი.
როდესაც ყველაფერი მორჩება, გამორთეთ თქვენი ტელეფონი და ჩართეთ ის, თუ ყველაფერი კარგად და სწორად გააკეთეთ, ტელეფონის ეკრანზე (სავარაუდოდ ბოლოში), გამოჩნდება Cydia-ს აიკონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯეილბრეიქი წარმატებით დასრულდა.
წარმატებებს გისურვებთ! 7th Ghost















